ჩვენ შესახებ

Psychology.ge-ის შექმნის იდეა პირველად 2017 წელს, აგვისტოში გაჩნდა. ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული ფსიქოლოგიით, მაგრამ ხარისხიანი ინტერნეტ რესურსები პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენი მიზანია შევქმნათ პლატფორმა ფსიქოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ხელი შევუწყოთ ამ დისციპლინის პოპულარიზაციას საქართველოში, მაქსიმალურად გავამარტივოთ კავშირი ფსიქიკური ჯანმრთელობის პერსონალსა და კლიენტს შორის.

ჩვენ გვჯერა რომ ფსიქოლოგიის, თუნდაც სამოყვარულო დონეზე შესწავლა, არის ძლიერი ინსტრუმენტი ცხოვრების ხარისხის ასამაღლებად. ასევე, ჩვენ ვიცით რომ მრავალი ადამიანი იმყოფება არაოპტიმალურ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში სხვადასხვა ფსიქოლოგიური ფაქტორების გამო - ჩვენ გვსურს რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ საიტის მომხმარებელს ფსიქიკური აშლილობების შესახებ და შევთავაზოთ მათ ფსიქოკონსულტაციის, ფსიქოთერაპიული, ფსიქიატრიული, სოციალური სერვისები და თვითდახმარების ტექნიკები, რაც ჩვენი აზრით პოზიტიურ ეფექტს იქონიებს ამ ადამიანის და მის გარშემო მყოფების ცხოვრებაზე.

Psychology.Ge-ს ადგილი ქართულ რეალობაში, ჩვენი ხედვით, სწორი ბალანსია მკაცრად სამეცნიერო პოსტებს შორის ჩვენს ბლოგზე და სახალისო, გასართობ, ე.წ. Meme-ების სტილში პოსტებს შორის ჩვენს Facebook გვერდზე.

Psychology.ge-ის პროექტი "მკვლევარი" მიზნად ისახავს საქართველოს რეალობის სტატისტიკურ შესწავლას. Researcher.ge (ამჟამად მზადების პროცესში) გთავაზობთ მრავალ ფსიქოლოგიურ ტესტს და სოციალურ გამოკითხვას, რომელიც დაგვეხმარება საფუძვლიანად შევისწავლოთ კავშირი ფსიქოლოგიურ, სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სხვა ფენომენთან, თქვენ კი ყოველი ტესტი მოგცემთ თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის დახასიათებას, რაც დაგეხმარებათ საკუთარი თავის შესახებ ცოდნის გაღრმავებაში.

ვებ-გვერდი 2017 წლის 20 სექტემბრიდან აქტიურად მუშაობს და ხელი შეუწყო 50-მდე ფსიქოთერაპიულ პროცესს. სამწუხაროდ, გვერდს არ ყავს სპონსორი, შესაბამისად გვერდის ფინანსური უზრუნველყოფა აბსოლიტურად ჩვენი გუნდის წევრების ფინანსურ კეთილდღეობაზეა დამოკიდებული. ჩვენ გვინდა, რომ საიტი მუშაობდეს რეკლამების გარეშე თქვენი დახმარებით. თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ვებ-გვერდს ფინანსურად:

ანგარიშის ნომერი: GE10TB7743445061100005
მიმღების სახელი: ნიკა მამფორია
მიმღების ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ბანკის სახელი: სს თიბისი ბანკი

თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ვებ-გვერდს ინტელექტუალური რესურსით მოგვწერეთ: contact@psychology.ge ან დაგვიკავშირდით ვებ-გვერდზე განთავსებული ფორმით.